logo
ENG



უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი: უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პუტინის მოკვლა სცადეს

23 მაი 202219:06
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი: უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პუტინის მოკვლა სცადეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვლადიმერ პუტინის მოკვლა სცადეს. ეს ბუდანოვმა უკრაინსკაია პრავდასთან ინტერვიუში თქვა.

მისივე თქით, ეს ინფორმაცია საჯარო არაა, თუმცა ასეთი შემთხვევა "ნამდვილად მოხდა".

"იყო პუტინის მკვლელობის მცდელობები... არც ისე დიდი ხნის წინ, როგორც ამბობენ, კავკასიის წარმომადგენლების მეშვეობით იყო მკვლელობის მცდელობა. ეს საჯარო ინფორმაცია არაა. მცდელობა სრულიად წარუმატებელი იყო, მაგრამ ასეთი შემთხვევა იყო, დაახლოებით ორი თვის წინ"- თქვა ბუდანოვმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულმა სამხედრო ძალებმა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა