logo
ENG



უკრაინის ელჩი სამხრეთ კორეას კიბერთავდაცვაში დახმარებას სთხოვს

25 თებ 202215:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/25/vub2ya1kfxzh47x.png
Reuters

უკრაინის ელჩი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს რუსული შემოტევებისგან თავდაცვისთვის კიბერუსაფრთხოებაში დახმარებას სთხოვს.

დმიტრო პონომარენკო, უკრაინის ელჩი სამხრეთ კორეაში აცხადებს, რომ უკრაინის სახელისუფლებო საიტებზე რუსული კიბერშეტევები ხორციელდება.

პონომარენკომ გამოხატა მადლიერება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მუნ ჯე-ინის კრიზისის მშვიდობიანი გზებით გადაჭრის მოწოდების შესახებ, მაგრამ ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ კორეა უკრაინას კიბერუსაფრთხოებაშიც დაეხმარება.

„ჩვენ ასევე მადლიერები ვიქნებით, თუ კორეის რესპუბლიკა, რომელიც ერთ-ერთი მაღალ განვითარებული და მაღალტექნოლოგიური ქვეყანაა, დაგვეხმარება ჩვენი კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებაში“ - განაცხადა უკრაინის ელჩმა სეულში გამართულ პრესკონფერენციაზე.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა შეუერთდება საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, დაუწესოს რუსეთს  ეკონომიკური სანქციები.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინას დახმარებას გაუზრდის, თუმცა მას არ უსაუბრია კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.


close დახურვა