logo
ENG



უკრაინის ვიცეპრემიერის თქმით, შეთავაზებული ევაკუაციის მარშრუტები რუსეთში ან ბელარუსში მიდის

07 მარ 202217:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/07/o8sh6aznv3d7i74.png

უკრაინის ვიცეპრემიერმა ირინა ვერუშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინიდან რუსეთის ფედერაციაში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის წინადადება მათთვის "აბსურდული და მიუღებელია".

"რუსეთმა დაბომბვით ორჯერ ჩაშალა ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა. ახლა ამბობს, რომ მზად არიან დერეფნები რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გახსნან. ანუ სურთ, ჩვენი მოსახლეობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადავიდეს. ეს წინადადება აბსურდული, ცინიკური და მიუღებელია. [...]

ეს არის მიუღებელი ვარიანტი ჰუმანიტარული დერეფნების გასახსნელად. ჩვენი ხალხი არ წავა ივანკოვიდან, დიმერიდან, ვიშგოროდიდან, კიევის მახლობლად ბელორუსიაში, რათა შემდეგ თვითმფრინავით გაფრინდნენ რუსეთის ფედერაციაში", - აღნიშნა ვერუშჩუკმა.

ვერეშჩუკმა მოუწოდა მთელ ცივილიზებულ სამყაროს, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რადგან უკრაინას სჭირდება ჰუმანიტარული დერეფნები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ომის ზონებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გასაყვანად.


close დახურვა