logo
ENG



უკრაინის თავდაცვა: 11 დღეში ოკუპანტებმა 16 რეგიონში 200-მდე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

19 ოქტ 202200:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/19/7z71a17oyhcj2mc.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7-დან 18 ოქტომბრის პერიოდში, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის 16 რეგიონში რაკეტებითა და ე.წ კამიკაძე დრონებით 190-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს.

ინფორმაციას უწყება Twitter-ზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბოლო 11 დღეში ოკუპანტების სარაკეტო იერიშს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 240-ზე მეტი კი დაშავდა.

10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი მასობრივად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. პუტინი აცხადებს, რომ ეს ყირიმის ხიდის აფეთქების საპასუხოდ ხდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს, თუმცაღა დარტყმების ქვეშ საცხოვრებელი ობიექტები ხვდება. 

გუშინ, 17 ოქტომბერს რუსეთი კიევს დრონი-კამიკაძეებით დაესხა თავს. შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში დღეს, 18 ოქტომბრის დილითაც იყო გამოცხადებული. რუსებმა უკრაინაში რამდენიმე ქალაქი დაბომბეს. მათ შორის, ოკუპანტებმა ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს დნეპროპეტროვსკში მდებარე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.


close დახურვა