logo
ENG



უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ხელმძღვანელი: ვმოქმედებთ რუსეთის ტერიტორიიდან

01 სექ 202316:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/01/keyr3878jq574iz.jpeg

უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ ფსკოვში მდევარე რუსეთის საჰაერო ბაზაზე დრონებით თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა.

"სამიზნე საწვავის ავზები და IL-76-ის ზედა ნაწილში განლაგებული ფრთების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ორი განადგურდა, ორი კი სერიოზულად დაზიანდა", - თქვა მან.

თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია რა ტიპის და რამდენი დრონი იქნა გამოყენებული შეტევისას.

მოსკოვი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მოცემული საკითხის შესახებ დასმულ კითხვას არ უპასუხა.

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ფსკოვის რუსულ სამხედრო ბაზაზე 30 აგვისტოს განხორციელდა.

 

 


close დახურვა