logo
ENG



უკრაინის თავდაცვის მინისტრი: კრემლმა საბჭოთა კავშირის ასაღორძინებლად მორიგი ნაბიჯი გადადგა

22 თებ 202214:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/22/mcrbl2la8h5nsww.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ კრემლმა საბჭოთა კავშირის ასაღორძინებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ამის შესახებ რეზნიკოვმა სამხედროებთან საუბრის დროს განაცხადა.

რეზნიკოვმა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით რუსეთმა დაანახა საერთაშორისო საზოგადოებას ის, რაც უკრაინამ "უკვე 8 წელია იცის".

"კრემლმა მორიგი ნაბიჯი გადადგა საბჭოთა კავშირის ასაღორძინებლად. ახალი ვარშავის პაქტითა და ახალი ბერლინის კედლით", - განაცხადა მან.

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 


close დახურვა