logo
ENG



უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ოპტიმისტური პროგნოზით, ომი შესაძლოა წლის ბოლომდე დასრულდეს

04 ივნ 202222:52
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების აქტიური სამხედრო მოქმედებები რუსეთთან, შესაძლოა,2022 წლის ბოლომდე დასრულდეს.

შესაბამისი განცხადება რეზნიკოვმა საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა, რომელიც ბრატისლავაში გაიმართა.

"რუსეთი აგრძელებს მცდელობებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციისთვის. ჯერჯერობით არ შეიძლება წინასწარმეტყველება, თუ როდის დასრულდება ომი, თუმცა ჩემი ოპტიმისტური პროგნოზებით, ამის გაკეთება შესაძლებელია მიმდინარე წელს. კრემლის გეგმა დაფუძნებულია იმაზე, რომ ყველა მიწა, რომელიც რუსეთის გარშემოა, არის "რუსული" და ამიტომ ისინი ცდილობენ მათ "დაბრუნებას". თუ უკრაინა რუსეთს არ შეაჩერებს და მას არ დაასუსტებს, მისი სამხედრო აგრესიის მსხვერპლი შესაძლოა პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, სლოვაკეთი და სხვა ქვეყნები გახდნენ. უკრაინამ დაამსხვირია მითი, რომ რუსეთის ჯარი მეორეა მსოფლიოში", - თქვა რეზნიკოვმა.


close დახურვა