logo
ENG



უკრაინის თავდაცვის სამინიტრო: 9 დღეში რუსეთის 39 თვითმფრინავი და 40 შვეულმფრენი განადგურდა

05 მარ 202211:14
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის თავდაცვის სამინიტრო: 9 დღეში რუსეთის 39 თვითმფრინავი და 40 შვეულმფრენი განადგურდა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან, 9 დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სულ მცირე 39 თვითმფრინავი და 40 შვეულმფრენი გაანადგურეს.

უწყების განცხადებაში, ასევე ნათქვამია, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვა აგრძელებს მტრის თვითმფრინავების განადგურებას და საჰაერო დარტყმებს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, რუსმა ოკუპანტებმა დაკარგეს 3 "სუ-25" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი. ორი მათგანი ჩამოაგდეს ჩერნიგოვის რაიონში და ერთი - დონეცკის ოლქის ვოლნოვახასთან.

 


close დახურვა