logo
ENG



უკრაინის იერიშების შედეგად რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ორი მსხვილი ქარხანა გაჩერდა

04 სექ 202617:09
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/04/chtw7b8isqkls14.png

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, განხორციელებული დარტყმების შედეგად რუსეთის ფედერაციაში ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის ორი მსხვილი საწარმოს მუშაობა სრულად შეჩერდა.

უწყების ცნობით, 2026 წლის 26 აგვისტოს იერიშის შედეგად გაჩერდა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე ქარხანა „LUKOIL-Nizhegorodnefteorgsintez“. გარდა ამისა, 1 სექტემბერს მიყენებული დარტყმების შემდეგ ფუნქციონირება შეწყვიტა ლენინგრადის ოლქის დაბა სლობოდკაში განთავსებულმა კომპლექსმა „НОВАТЭК-Усть-Луга“.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, „NOVATEK“-ის ქარხანაში მწყობრიდან გამოვიდა და დაზიანდა ნავთობის გამანაწილებელ სატუმბ სადგურსა და რეზერვუარებს შორის არსებული მილსადენები, აგრეთვე პირველადი გაზის კონდენსატის გადამამუშავებელი დანადგარი. სარეზერვუარო ჯგუფში დაფიქსირდა მილსადენის წვა, სადაც ნავთობპროდუქტები 250 კვადრატული მეტრის ფართობზე დაიღვარა. უკრაინული მხარის განმარტებით, ორივე ობიექტი აქტიურად გამოიყენებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მომარაგებისთვის, ხოლო მოწინააღმდეგის საკვანძო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები მომავალშიც გაგრძელდება.


close დახურვა