კბილების მოხერხვა, დენის გატარება სხეულში, გაუპატიურება, ცემა - წამების მეთოდები, რასაც რაშისტები აქტიურად იყენებდნენ და იყენებენ უკრაინის ოკუპირებულ მიწებზე. დროება ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში იყო, სადაც უმძიმესი ისტორიები, თავად წამების მსხვერპლებისგან მოისმინა. სიუჟეტი რთული სანახავია. ორი პატარა უკრაინული სოფლის ორი გამგებლის ისტორია, რომელთაც კოლაბორაციაზე უარი თქვეს. რუსების მცდელობა გააქრონ უკრაინის ისტორია და უკრაინელი ხალხის თავდაუზოგავი ბრძოლა ისტორიის შესანარჩუნებლად. მძიმედ დაშავებული ჯარისკაცები, ვინც კონტრშეტევების ოპერაციებში იღებდნენ მონაწილეობას და ახლა რეაბილიტაციას გადიან. დროების სპეციალური რეპორტაჟი უკრაინიდან - ისტორიის მცველების შესახებ.
უკრაინის ისტორიის მცველები - დროება
02 ივლ 202320:07
3 წუთის საკითხავი