ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი წერს, რომ ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ერთთვიანი ვადა მისცა, რათა ფრონტის ხაზზე სიტუაცია გააუმჯობესოს და უკრაინელების კონტრშეტევა შეაჩეროს. ISW ინფორმაციას კრემლის შიდა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ISW-ის თქმით, თუ ინფორმაცია მართალია, რუსეთის არმიის მეთაურებმა, შესაძლოა, დაუნდობელი შეტევების ბრძანება გასცენ იმ იმედად, რომ უკრაინელებს კონტრშეტევის დასრულება აიძულონ, თუნდაც ეს რუსეთის არმიას ძვირად დაუჯდეს.
ომის კვლევის ინსტიტუტი საუბრობს დაკვირვებაზეც, რომ პუტინის ნდობის დაკარგვის შიშით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ ერიდება თავიდან მოიშოროს მეთაურები, რომლებიც მათ გულწრფელ, თუმცა უარყოფით შეხედულებებს აზიარებენ.
ISW მანამდე წერდა რუსეთის მცდელობაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის წარმატების შეემცირებინათ - უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევით ოპერაციების დროს სხვადასხვა უკრაინული დასახლება გაათავისუფლეს, რუსეთი კი ამ ყველაფერს გათავისუფლებული ტერიტორიების კონტროლის ქვეშ ყოფნის მნიშვნელობის შემცირებით ხსნიდა.