რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა - უკრაინული მედიები წერენ, რომ 8 იანვრის დილას უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში მოქმედებდა, ის ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე გამოცხადდა.
აფეთქებების ხმა ისმოდა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დნიპროში, ზაპოროჟიეში, კრივი-რიჰში, ხარკივსა და ხმელნიცკიში.
უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მორიგი თავდასხმისთვის ოკუპანტებმა TU-95MS სტრატეგიული ბომბდამშენები და MIG-31K რაკეტები გამოიყენეს. თავდაცვის ძალების ცნობით კი, ღამით რუსების მიერ ნასროლი 8 დრონი ჩამოაგდეს.
მათი განცხადებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა ოდესას ოლქში. ამ ეტაპზე, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.