16 დეკემბრის დილას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ნიკოლაივის ოლქის გუბერნატორი ვიტალი კიმი ოკუპანტების მიერ 60-მდე რაკეტის გაშვებას იუწყება.
"პირველი რაკეტები შემოდის. ველით 60-მდე რაკეტას", - აცხადებს კიმი.
საჰაერო შეტევის მანიშნებელი სიგნალი უკრაინის ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით დილის 8 საათიდან ჩაირთო. 8:10 საათზე განგაშის სიგნალი ისმოდა კიევში, ჟიტომირის და ვინიცის ოლქებში.
8:15 საათისთვის სირენების ხმა 16 რეგიონში ისმოდა, 8:33 საათისთვის კი საჰაერო განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა.
ტელეგრამ არხებში იუწყებიან, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით X-101-ის ტიპის რაკეტები გაუშვა.