logo
ENG



უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 2 წლით შეეძლებათ - ახალი დადგენილება

27 თებ 202312:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/27/rjrytgpgjqoq76a.jpg

მთავრობის ახალი დადგენილებით უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ქვეყანაში ყოფნა 2 წლით შეეძლებათ - აქამდე ვადა 1 წელი იყო. აღსანიშნავია, რომ დადგენილებაში შესული ცვლილებები მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებზე გავრცელდება.

ცვლილება მთავრობის ვებგვერდზე 24 თებერვალს გამოქვეყნდა და დადგენილება იმავე დღეს შევიდა ძალაში. კანონში ცვლილებები შემდეგი რედაქციის ჩამოყალიბდა:

  • დანართში მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება, გარდა უკრაინის მოქალაქეებისა;
  • უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 2 წლის ვადით ყოფნის უფლება.

დადგენილების მიხედვით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და სრული 1 წლის ვადით ყოფნა 94 ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ. ამასთან, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის - ლესე-პასეს მფლობელ უცხოელებს. ასევე, უცხოელს (რომელიც საჭიროებს ვიზას), განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება შესაძლებელია მიეცეს ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.


close დახურვა