უკრაინის სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან ქვეყანაში 236 ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, დეპორტირებულთა სიაში, სულ მცირე, 7 343 ბავშვია.
ომბუდსმენის ოფისის ცნობით, უკრაინის სამსახურებმა 5 391 ბავშვის პოვნა შეძლეს, მათგან 55 სახლში დააბრუნეს.
ბოლო მონაცემებით, უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში 382 ბავშვი დაიღუპა, 740-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.