უკრაინის სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობას წამებად აფასებს. ომბუდსმენი აღშფოთებულია გორის ჰოსპიტლიდან სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით.
"მაკვირვებს ცინიზმი, თუ როგორ იყო ეს გაკეთებული. ავადმყოფი მიხეილ სააკაშვილი ღამით ადვოკატების გაფრთხილების გარეშე გაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და შეშფოთებას იწვევ: სამი ჰიპერტონიული კრიზის შემდეგ ის მძიმედ გრძნობს თავს, მანამდე რამდენიმე დღის განმავლობაში საწოლიდან არ დგებოდა", - წერს დენისოვა.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის უფლებების დარღვევაა, სამედიცინო დახმარების არაღმოჩენა კი ადამიანის უფლებების კონვენციის დარღვევაა.
"საქართველოს ხელისუფლების მსგავს ქმედებებს წამებად და უკრაინის მოქალაქისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის უფლების ჩამორთმევის მეთოდად ვაფასებ, რაც არის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის მუხლების დარღვევა, რომლის რატიფიცირებაც საქართველოში 2002 წელს მოხდა", - აცხადებს დენისოვა.
იგი მოუწოდებს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მოინახულოს მიხეილ სააკაშვილის ციხეში. ასევე, მიმართავს უკრაინის ელჩს, რომ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს კონსულის დახმარება აღმოუჩინონ. გარდა ამისა, დენისოვამ მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქვეყნებს დაგმოს საქართველოს ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებები.