logo
ENG



უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის ოლქში ჩავიდა

19 აპრ 202418:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/19/8hd53efbbwk4hnr.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკიმ ქვეყნის დამცველი ჯარისკაცები მოინახულა. ასევე, ის დაჭრილ სამხედროებსაც შეხვდა, რომლებიც მკურნალობას ქალაქ სლავიანსკში გადიან. 

"ეს ომი შავ-თეთრია, მასში ნახევარტონები არ არის, ყველაფერი აშკარაა. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ. ჩვენ ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს. ჩვენ ვაჩერებთ ოკუპანტს, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ნგრევა და ძალადობა, მხოლოდ ბოროტება.

ჩვენ უნდა შევაჩეროთ ბოროტება. ჩვენ უნდა გავანადგუროთ რუსი ოკუპანტი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნისთვის, ადამიანის სიცოცხლისთვის", - წერს ზელენსკი.


close დახურვა