logo
ENG



უკრაინის საგარეო: ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს სააკაშვილთან პოლიტიკური ანგარიშსწორება

07 თებ 202315:56
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინის საგარეო: ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს სააკაშვილთან პოლიტიკური ანგარიშსწორება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ იმედგაცრუებულია.

მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილთან პოლიტიკური ანგარიშსწორება უნდა შეწყვიტოს და ის უკრაინას გადასცეს.

"სასამართლომ არ გაითვალისწინა ექიმების დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმის შესახებ. მან ასევე უარი თქვა მოქალაქის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაზე. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება, უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვის გარანტია და გადასცეს უკრაინას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დაცვას, რომელიც უნდა გათავისუფლდეს", - აღნიშნავენ უწყებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ გუშინ, 6 თებერვალს უარი თქვა. ექსპრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს - საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.


close დახურვა