logo
ENG



უკრაინის საელჩო: გმირები არ კვდებიან, სანამ მათი ხსოვნა ცოცხალია... უკრაინას ახსოვს

27 სექ 202414:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/27/v44qtc7q8oelbj4.png

უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

როგორც უკრაინის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, საქართელოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებიც იბრძოდნენ და მათი გვარები მემორიალზეა ამოტვიფრული.

"მოძმე ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებიც იბრძოდნენ. მემორიალის მარმარილოს ფირფიტებზზე ამოტვიფრულია უკრაინელების გვარები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ქართულ მიწაზე - მათ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვისა და ტერიტორიული მთლიანობისთის ყველაზე ძვირფასი გაიღეს - საკუთარი სიცოცხლე. გმირები არ კვდებიან, სანამ მათი ხსოვნა ცოცხალია. უკრაინას ახსოვს", - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადბაში.


close დახურვა