logo
ENG



უკრაინის საელჩო ისრაელში: ჰამასის თავდასხმის შედეგად ჩვენი 12 მოქალაქე დაიღუპა

13 ოქტ 202317:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/13/vwazjfffr7g7j54.jpg

უკრაინის საელჩო ისრაელში აცხადებს, რომ ჰამასის თავდასხმის შედეგად უკრაინის 12 მოქალაქე დაიღუპა.

"ისრაელში უკრაინის 12 მოქალაქე დაიღუპა, 8 უკრაინელი კი დაკარგულად ითვლება", - აცხადებს უკრაინის საელჩო ისრაელში.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა