უკრაინის საინვესტიციო ფონდს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს. განცხადება ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ინაუგურაციის წლისთავისადმი მიძღვნილ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.
საინვესტიციო ფონდი სექტემბრის ბოლოს დაიწყებს მუშაობას. გეგმის თანახმად, ფონდმა 18 თვეში 7 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა მოიზიდოს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცალკე შეიქმნება საინვესტიციო ფონდი და მხოლოდ ის იმუშავებს ინვესტიციების მოსაზიდად. ფონდი ფუნქციონირებას სექტემბერში დაიწყებს. პირველი გეგმა უკვე შეთანხმებულია. ხელმძღვანელად შევარჩიეთ ლევან ვარშალომიძე, რომელმაც ბათუმი ააშენა“, - განაცხადა ზელენსკიმ.