logo
ENG



უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება

14 იან 202320:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/14/r7wrlstfal4niz7.jpg
EPA

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება.

დაზვერვის თქმით, რუსეთის ხელისუფლების მიერ ეკონომიკასა და სამხედრო-ინდუსტრიულ სფეროში მიღებული ზომები იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებისთვის ემზადება.

უკრაინის უწყება აცხადებს, რომ რუსეთი ასევე ცდილობს პირობები შექმნას იმ ოპერაციებისთვის, რისი განხორციელებაც ამ დრომდე ვერ შეძლო.

„პუტინის ზომები რუსეთის ფედერაციის ეკონომიკისა და სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის რეორგანიზაციაზე მიუთითებს სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებისთვის რუსეთის მზადებაზე. ისინი მიმართულია რუსეთის შეიარაღებული ძალების პოტენციალის გაძლიერებისა და იმ ოპერაციებისთვის პირობების შექმნისკენ, რომლებიც ომის დასაწყისში დაიგეგმა, მაგრამ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წარმატებით იმპლემენტაცია ვერ შეძლეს“ - აცხადებს დაზვერვა.

უკრაინის დაზვერვის თქმით, რუსეთი ძალების და რესურსების მობილიზებას ცდილობს. უკრაინის უწყება აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალების მეთაურად გერასიმოვის დანიშვნა, როგორც უკრაინასთან ომში რუსეთის ჩავარდნებზე, ასევე "ფართომასშტაბიანი, გრძელვადიანი ომისთვის" მზადებაზე მიუთითებს.

„ოკუპანტი ქვეყნის ძალისხმევა, მიიზიდოს ყველა სამხედრო რესურსი უკრაინაში ომის გაგრძელების მიზნით და რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების გენშტაბის ახალი მეთაურის გერასიმოვის დანიშვნა გვიჩვენებს არამხოლოდ რუსეთის სამხედრო ჩავარდნებზე, არამედ რუსეთის ფედერაციის მზადებაზე, რომ ფართო მასშტაბიანი, გრძელვადიანი ომი გააგრძელოს“ - წერია დაზვერვის განცხადებაში.

 

close დახურვა