უკრაინის სახელმწიფო უსაფთრხოების სამსახურმა, ქართელ კოლეგებთან თანამშრომლობით, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა შიშანი, კიევში დააკავა. ინფორმაციას დაკავების შესახებ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ტოხოსაშვილი 2014 წელს გაემგზავრა სირიაში, სადაც სამთავრობო ძალების წინააღმდეგ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, 2015 წელს კი „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრდა. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან. ტოხოსაშვილი საქართველოს მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.