logo
ENG



უკრაინის სახმელეთო ჯარები: ვაგრძელებთ თავდაცვით ოპერაციას, მტერს აღმოსავლეთით ვაკავებთ

02 მაი 202313:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/02/02fq4vc5ql7grlg.jpg

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინული ჯარები თავდაცვით ოპერაციას აგრძელებენ, მტერს კი აღმოსავლეთით აკავებენ. ამასთან, დღეს სირსკი ბახმუტის მიმართულებით მებრძოლ ჯარისკაცებთან ჩავიდა.

"ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვით ოპერაციას და მტერს აღმოსავლეთით ვაკავებთ. მე ჩავედი ჩვენს ჯარისკაცებთან, რომლებიც საბრძოლო მისიებს ბახმუტის მიმართულებით ასრულებენ.

ხელმძღვანელებთან ერთად, ჩვენ რამდენიმე აუცილებელი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლებიც მიზნად ისახავს ეფექტური თავდაცვის უზრუნველყოფასა და მეტოქისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას", - თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.

უკრაინის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ოკუპანტები წინსვლას ცდილობდნენ ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებით. ბახმუტი და მარინკა ყველაზე ცხელ წერტილებად რჩება.


close დახურვა