logo
ENG



უკრაინის სახმელეთო ჯარი: კასეტური ჭურვები გამოსაყენებლად რამდენიმე დღეში მზად იქნება

18 ივლ 202316:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/18/8x11jof2c8mmqxf.png

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის თქმით, კასეტური ჭურვები გამოსაყენებლად რამდენიმე დღეში მზად იქნება.

ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, მედია იუწყება, რომ კასეტურ საბრძოლო მასალებს უკრაინელები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში გამოიყენებენ.

7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას გადასცემს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ თეთრი სახლი ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ფიქრობდა.

მისი თქმით, უკრაინული მხარისგან მიიღეს გარანტიები, რომ კასეტურ ბომბებს "მაქსიმალური სიფრთხილით" გამოიყენებენ.

კასეტური საბრძოლო მასალა ბომბებს დიდი ტერიტორიაზე ავრცელებს, შეჯახების დროს ბომბები შეიძლება არ აფეთქდეს და გრძელვადიანი საფრთხე შექმნას. კასეტური საბრძოლო მასალა 100-ზე მეტ ქვეყანაში აკრძალულია და შესაბამისი კონვენციის ხელმომწერია. აშშ და უკრაინა კონვენციის ხელმომწერები არ არიან.

13 ივლისს პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა განაცხადა, რომ "ამ დროისთვის კასეტური საბრძოლო მასალები მართლაც ჩასულია უკრაინაში", თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, უკვე გამოიყენეს თუ არა უკრაინელმა სამხედროებმა მიღებული იარაღი ფრონტის ხაზზე.


close დახურვა