უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 22 დრონიდან 15 ჩამოაგდეს.
"5 ნოემბრის საღამოს 20:00 საათიდან 6 ნოემბრის შუაღამემდე ოკუპანტებმა უკრაინას რამდენიმე ტიპის რაკეტითა და უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.
ოკუპირებული ხერსონის რეგიონიდან X31 და X59 მართვადი რაკეტები იყო გასროლილი. ასევე, ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტები და Shahed 136/131 დრონები გაუშვეს", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.