logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 22 დრონიდან 18 ჩამოვაგდეთ

05 მარ 202414:17
3 წუთის საკითხავი
clock 242
2024/03/05/nawjv5ksk7kymtq.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 22 დრონიდან 18 ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე 22 Shahed-ის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. აქედან უკრაინელებმა 18 მათგანის ჩამოგდება შეძლეს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები ოდესის რეგიონში გაანადგურეს", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა