უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 25 დრონიდან 22 გაანადგურეს.
"გუშინ ღამით რუსმა ოკუპანტებმა Shahed 136-131 უპილოტო საფრენი აპარატებით სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შეტევის რამდენიმე ტალღა განახორციელეს.
საერთო ჯამში, 25 Shahed გაუშვეს და თავს დაესხნენ ოდესის სამხრეთ რეგიონებს. მათგან 22 უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს", - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
ამასთან, სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალები აღნიშნავენ, რომ რუსულმა ძალებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს ოდესის რეგიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 2 ადამიანი.