უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 31 დრონიდან 19 ჩამოაგდეს.
"11 ნოემბრის ღამეს მტერმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით და სხვადასხვა ტიპის რამდენიმე რაკეტით შეუტია. საჰაერო თავდაცვამ 19 Shahed გაანადგურა", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსულმა ძალებმა თავდასხმისას Shahed 136/131-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები და X-31 მართვადი რაკეტები გამოიყენეს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.