logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 31 დრონიდან 28 ჩამოვაგდეთ

25 დეკ 202311:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/25/ehclxp8kspa736a.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 31 დრონიდან 28 ჩამოაგდეს.

"ღამით მტერმა Shahed-ის ტიპის 31 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინის საჰაერო ძალებმა ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევის, დონეცკის, კიროვოგრადის და ხმელნიცკის რეგიონებში 28 დრონი გაანადგურეს.

ამასთან, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა 2 X-59 მართვადი რაკეტა ზაპოროჟიეს მიმართულებით გაუშვეს. ორივე მათგანი ჩამოვაგდეთ", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა