უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 45 დრონიდან 40 ჩამოაგდეს.
"გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინას 45 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ 40 მათგანი ჩამოაგდო.
რუსული საოკუპაციო არმიის უპილოტო საფრენი აპარატები კიევში, ვინიცაში, ჟიტომირში, კიროვოგრადში, ნიკოლაევში, ჩერკასში, ოდესაში, დნეპროპეტროვსკსა და ხერსონში ჩამოვაგდეთ", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.