logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 9 დრონიდან 8 გავანადგურეთ

26 ნოე 202311:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/26/0qvasfpb4a6s5uf.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 9 დრონიდან 8 გაანადგურეს.

"26 ნოემბრის ღამეს ოკუპანტებმა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან (პრიმორსკო-ახტარსკი, რუსეთის ფედერაცია) უკრაინას Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.

უკრაინის საჰაერო ძალებმა მტრის 8 Shahed-131/136 დრონის ჩამოგდება შეძლეს", - ნათქვამია განცხადებაში. 

გუშინ, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა კიევის მიმართულებით 75 დრონი გაუშვეს.


close დახურვა