logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოვაგდეთ

27 იან 202410:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/27/7ekzid6rx5cu2fc.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიას პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან Shahed-136/131 ტიპის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.

კიროვოგრადის ოლქში ოთხივე მათგანი გავანადგურეთ. ამასთან, ოკუპანტებმა რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქიდან დონეცკის რეგიონში ისკანდერის რაკეტა გაისროლეს", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა