logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: რუსებმა, შესაძლოა, დღეს სარაკეტო თავდასხმა გაიმეორონ

06 დეკ 202212:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/06/aib84zbxmi58utw.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, რუსებმა, შესაძლოა, დღეს სარაკეტო თავდასხმა გაიმეორონ.

"მათ [რუსებს] შეუძლიათ დღეს სარაკეტო თავდასხმა გაიმეორონ", - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

იგნატი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდებს, შესაძლო ახალი დარტყმების დროს ყოველგვარი პანიკის გარეშე, ცივი გონებით იმოქმედონ. მისი თქმით, რუსების მხრიდან გასროლილი 70 რაკეტიდან უკრაინის საჰაერო ძალებმა 60-ზე მეტი რაკეტა ჩამოაგდეს. ამასთან, იგნატი აღნიშნავს, რომ უკრაინას მეტი ძალა და საშუალება სჭირდება საჰაერო საფრთხეებისგან დასაცავად.

საჰაერო ძალების სპიკერი აცხადებს, რომ უკრაინის დამცველებს მეტი გერმანული Gepard და IRIS-T სჭირდებათ, ასევე ნორვეგიული NASAMS. იგნატი იმედოვნებს, რომ ამერიკული მხარე ამ საკითხში უკრაინას დაეხმარება.

5 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონში და მათ შორის კიევში მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმები მოხდა ზაპოროჟიეში, ვინიცაში, ჩერკასში, ოდესაში, პოლტავასა და დნეპროპეტროვსკში.

უკრაინის საჰაერო ძალებმა 60-ზე მეტი რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. კიევის, ვინიცასა და ოდესას რეგიონებში სარაკეტო დარტყმები ენერგეტიკულ ობიექტებზე მოხდა. კერძოდ, ოდესას რეგიონში ორი ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა.


close დახურვა