logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთი უკრაინის ჩრდილოეთით ირანული რაკეტების განთავსებას გეგმავს

01 ნოე 202216:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/01/t45viiyjr46h6d6.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, ირანული ბალისტიკური რაკეტები, რომელთა შეძენასაც რუსეთი ირანისგან გეგმავს, სავარაუდოდ, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე განთავსდება.

"ჩვენ მივიღებთ ამ რაკეტებისგან დაცვის ყველა საშუალებას. უკრაინიდან, ალბათ, ჩრდილოეთში მიიტანენ, საიდანაც შეიძლება ისე გაუშვან, რომ მთელ უკრაინას საფრთხე დაემუქროს.

ეს არის ბალისტიკური რაკეტები. ჩვენ არ გვაქვს ეფექტური დაცვა ამ რაკეტებისგან. მათი ჩამოგდება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ რეალურად ძალიან რთულია ამის გაკეთება იმ საშუალებებით, რაც გვაქვს. ჩვენ საჰაერო თავდაცვა გვაქვს და არა რაკეტსაწინააღმდეგო," - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

მისი თქმით, რუსებს სურთ ირანიდან Iskander-M ტიპის რაკეტების ყიდვა, რადგან მათ სწორედ აღნიშნული რაკეტები ამოეწურათ და რეზერვის გამოყენება დაიწყეს.

14 სექტემბერს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.

ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლება რამდენიმე ათეული ირანული დრონის განადგურებას იუწყებოდა. თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".


close დახურვა