უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში უკვე 4000-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა.
"უკვე 4000-ზე მეტი რაკეტა გასროლილია, საუბარია ყველა ტიპის რაკეტაზე. საუბარია ათასობით რაკეტაზე", - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.
23 ნოემბერს, რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასიური შეტევა დაიწყო. რაკეტებმა რამდენიმე რეგიონში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რის შედეგადაც უკრაინის ენერგოსისტემა გაითიშა. რუსულმა ძალებმა, მთლიანობაში, 70-მდე საკრუიზო რაკეტა გაისროლეს, მათგან 51 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს.
უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შედეგად, უკრაინის მრავალი რეგიონი სითბოსა და წყლის გარეშე დარჩა.