logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი: რუსების ფართო შეტევაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

20 ნოე 202215:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/20/xt3ue9qmpjdqo05.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, რუსების ფართო შეტევაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

"რუსებს უნდათ გარკვეული პირობების წამოყენება, მათ სურთ მოლარაპარაკება. ახლა, ალბათ ნაადრევია ამაზე საუბარი. მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ სერიოზული საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ზოგიერთი ხაზი დასტაბილურდა.

ახლა სამხედრო შეტაკების ხაზი კვლავ მდინარე დნეპრია. შეიძლება თუ არა ფართო შეტევა, ამას დრო გვიჩვენებს", - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

14 ნოემბერს, იგნატმა განაცხადა, რომ ოქტომბერში რუსებმა 15 საკრუიზო რაკეტა „კალიბრი“ გამოიყენეს, რის გამოც მტერი დეფიციტს განიცდის. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ფრონტის ხაზის რეგიონების მუდმივ დაბომბვას საარტილერიო და S-300 სამხედრო კომპლექსებით.


close დახურვა