უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა მათ Shahed-131/136 ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, თუმცა უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს.
"უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფებისა და საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების საბრძოლო მუშაობის შედეგად, ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ყველა Shahed ჩამოაგდეს", - ამბობენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათივე ცნობით, ოკუპანტებმა დრონები რუსეთის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან გაუშვეს.