უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით 16 ირანული Shahed-136 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ძალების სარდლობა Telegram-ზე ავრცელებს.
მათი განცხადებით, 11 დრონი მიკოლაევის ოლქში გაანადგურეს, ხოლო სხვა კამიკაძე დრონები უკრაინის აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში.
14 სექტემბერს ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.
ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლება რამდენიმე ათეული ირანული დრონის განადგურებას იუწყებოდა.
თუმცა ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".