logo
ENG



უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა 48 საათში 13 რუსული გემი დააზიანეს

22 ივლ 202614:29
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/22/yn72sg0pn5msq0i.png

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა (СБС) შავ და აზოვის ზღვებში, 48 საათის განმავლობაში, წარმატებული ოპერაციის შედეგად 13 რუსული გემი დააზიანეს.

აღნიშნული ინფორმაცია ნაწილის სარდალმა, რობერტ ბროვდიმ (ფსევდონიმით "მადიარი") დაადასტურა. ამასთან, მან მიანიშნა რუსეთის უმსხვილეს ლოგისტიკურ ობიექტებზე - კომპანია Wildberries-ის საწყობებზე განხორციელებულ მორიგ დარტყმებზეც, რაც ბოლო დღეებში სტრატეგიულ სამიზნეს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე უპილოტო სისტემების ძალებმა რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" შვიდი გემი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ენერგოობიექტები და საჰაერო თავდაცვის სისტემებიც გაანადგურეს.


close დახურვა