logo
ENG



უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, ზელენსკი ფრონტის ხაზზე, დონბასში ჩავიდა

06 დეკ 202215:53
3 წუთის საკითხავი
clock 420
2022/12/06/qq4w7xb7tpj0ojs.jpg

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე, დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ჩავიდა.

"ვფიქრობ, უკრაინის შეიარაღებული ძალების დროა! დრო, როდესაც ყველა ხედავს ვინ არიან უკრაინელი დამცველები. ვიღაცამ საკუთარ თავს "მსოფლიოს მეორე არმია" უწოდა, მაგრამ ყველა ხედავს, ვის აქვს პირველი ადგილი!

ყველა ხედავს უკრაინის შეიარაღებული ძალების ძალას. მადლობას ვუხდი თქვენს მშობლებს, მატ აღზარდეს ნამდვილი გმირები! მადლობა თქვენს ცოლებს, თქვენს შვილებს! ისინი გელოდებიან - გმირებს! მთელი უკრაინა გელოდებათ. მადლობა!", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა აუცილებლად აღნიშნავს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს თავისუფალ მიწაზე, მშვიდობიანი ცის ქვეშ, დედაქალაქის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამინი იქცა.


close დახურვა