უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივის ოლქის სოფელი ბორივსკი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ადგილობრივი რადა ავრცელებს.
განცხადებაში წერენ, რომ ბორივსკის დასახლების ტერიტორია ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.
"ამ დროისთვის იქ მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა", - ამბობენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.
ბოლო პერიოდის განმავლობაში უკრაინული ჯარი ოკუპირებული და რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიების დეოკუპაციას ახდენს. ბოლო ტერიტორია, რომლის დატოვებაც რუს ოკუპანტებს მოუწიათ - ქალაქ ლიმანის დატოვება.