უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის დენის მონასტირსკის განცხადებით, ქვეყნის სრულად განაღმვას ხუთიდან 10 წლამდე დასჭირდება.
მონასტირსკის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიების ნახევარი დანაღმულია, კერძოდ კი 300 000 კვადრატული კილომეტრი.
"განაღმვას დასჭირდება 5-7, ან შეიძლება 10 წელიც. სპეციალურმა სამსახურებმა ომის დაწყებიდან დღემდე შეძლეს 130 000 ნაღმის განეიტრალება, მათ შორის თითქმის 2 000 ავიაბომბის. ამ დროისთვის გაწმენდილია ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 30 000 კვადრატული კილომეტრი. ტყეები ჯერ კიდევ სახიფათოა", - ამბობს უკრაინის შს მინისტრი.