logo
ENG



უკრაინის შსს: კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი და ხარკოვი უკრაინული ჯარების კონტროლის ქვეშაა

27 თებ 202211:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/27/oi47k78c2yope67.png
counterpart.org

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით ქალაქები: კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი და ხარკოვი უკრაინული ჯარების კონტროლის ქვეშაა.

ამის შესახებ შს მინისტრმა ვადიმ დენისენკომ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

"მტერი ცდილობდა ჩვენს ქალაქებში შეღწევას, თუმცა კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი და ხარკოვი მთლიანად უკრაინული კონტროლის ქვეშაა. მიუხედავად იმისა რომ რუსეთი კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ესვრის, ყველა ჩვენმა ქალაქმა გაუძლო" - აცხადებს უკრაინის შს მინისტრი ვადიმ დენისენკო.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთის შეჭრა უკრაინაში - განახლებადი.

 


close დახურვა