logo
ENG



უკრაინის ცნობით, ბოლო 24 საათში ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

10 ივნ 202211:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/10/to3uzbdh73huuv8.jpg

დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, ქალაქი კრივი რიხი, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ახლა რუსული ძალების მუდმივი ცეცხლის ქვეშაა.

"ზელენოდოლსკისა და შიროკივის დასახლებები ყველაზე მეტად იტანჯებიან. სამწუხაროდ, იქ 6 ადამიანი დაიღუპა - 179 სახლი, ორი სკოლა, საბავშვო ბაღი და საავადმყოფო დაინგრა და დაზიანდა," - განაცხადა დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რეზნიჩენკოს ინფორმაციით, კრივი რიხის სოფლები დაბომბვის ქვეშაა და რეგიონში გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების პრობლემაა.

რაც შეეხება ხარკივს, რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ რუსული თავდასხმების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. 


close დახურვა