logo
ENG



უკრაინის ცნობით, ბოლო ერთ დღეში რუსებმა სუმის ოლქი 64-ჯერ დაბომბეს

05 დეკ 202214:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/05/jeaolwin4kp3182.jpg

სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი ჟივიცკის განცხადებით, ბოლო ერთ დღეში რუსებმა სუმის ოლქი 64-ჯერ დაბომბეს.

"ცნობილია ადგილობრივი მოსახლეობის 7 დაზიანებული კერძო სახლის შესახებ. დაზიანებულია ასევე შენობები და ელექტროგადამცემი ხაზები", - თქვა სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინის ცნობით, რუსული არმია სისტემატურად ბომბავს სუმის რეგიონს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა კი ნადგურდება.

30 ნოემბერს, ბელოპოლიეს დაბომბვის შედეგად 15 წლის ბიჭი დაიღუპა. ამავე დღეს რუსებმა დაანგრიეს საავადმყოფო, რომელშიც ხალხი იმყოფებოდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.  


close დახურვა