logo
ENG



უკრაინის ცნობით, დონეცკის რეგიონში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

30 მაი 202215:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/30/qj3kguafto9741m.jpg

უკრაინის ცნობით, დონეცკის რეგიონში სასტიკი ბრძოლის შედეგად, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა დონეცკის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიები იარაღით, ტანკებით, არტილერიით, ნაღმტყორცნებითა და რაკეტებით დაბომბეს. დაზიანდა 24 შენობა, მათ შორის 20 საცხოვრებელი კორპუსი, ელექტრო ქვესადგური და სავაჭრო ცენტრი.

"სიტუაცია დაძაბულია. დაბომბვა ფრონტის ხაზზე არ წყდება. ყველაზე ცხელი წერტილებია ავდიივკა, ტორეცკი და ლიმანის მიმართულება. აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება. მტრის მუდმივი დაბომბვაა ბახმუტზე, სოლედარზე," - განაცხადა დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებით რუსული ძალების მხრიდან შეტევა გააქტიურდა.


close დახურვა