ქალაქ ჟიტომირის მერის, სეჰეი სუხომლინის ცნობით, დღეს დილით ჟიტომირის რეგიონში ბელარუსიდან 24 რაკეტა ესროლეს.
მერის ცნობით, მთავარი სამიზნე ქალაქის გარშემო არსებული სამხედრო შენობები იყო.
"დღეს დილით ჩვენ ყველამ გავიღვიძე ღამის აფეთქებების გამო. ჟიტომირის თავზე არაფერს გადაუფრენია. ჟიტომირის გარშემო სამხედრო დაწესებულებებს გაუხსნეს ცეცხლი. რაკეტები თვითმფრინავებიდან გაუშვეს, ისინი ბელარუსიდან მოვიდნენ. ჯამში 24 რაკეტა ესროლეს სამხედრო დანაყოფებს და ჟიტომირის გარშემო შენობებს" - აცხადებს სუხომლინი.
ჟიტომირის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბუნეჩკო კი აცხადებს, რომ ჟიტომირის დაბომბვას 1 სამხედრო ემსხვერპლა, 1 კი დაიჭრა.
უკრაინული მედიის ცნობით, გუშინ ღამით შეტევა განხორციელდა ჩერნიჰივზე, ადმინისტრაციული ხელმძღვანელის ვიაჩესლამ ჩაუსის ცნობით, სოფელ დესნაზე რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს.
გარდა ამისა რუსულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს დიპროპეტროვსკის რეგიონში, რის შედეგადაც 60 წლის მოქალაქე დაშავდა.
მონიტორინგის ჯგუფის ცნობით, რუსულმა თვითმფრინავებმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში ბელარუსის ტერიტორიიდან მიიტანეს. აფეთქებები იყო კიევის, ჩერნიჰივისა და ჟიტომირის რეგიონებში. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ბელარუსიდან სარაკეტო თავდასხმების საფრთხე კვლავ არსებობს.