logo
ENG



უკრაინის ცნობით, კუპიანსკის ნანგრევების ქვეშ მეორე გარდაცვლილი იპოვეს

25 აპრ 202315:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/25/yd9dbuvkkra3q6c.jpg

ხარკივის რეგიონში, კუპიანსკის მუზეუმის ნანგრევების ქვეშ, რუსული დაბომბვის შემდეგ, კიდევ ერთი ქალის ცხედარი იპოვეს. მსხვერპლთა რაოდენობამ 2 ადამიანს მიაღწია.

"კუპიანსკში, მუზეუმის ნანგრევების ქვეშ, რომელსაც დღეს დილით რუსული რაკეტა S-300 მოხვდა, მაშველებმა მეორე ქალის ცხედარი იპოვეს", - თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

დღეს რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქის ქალაქ კუპიანსკიზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. რაკეტა მუზეუმს მოხვდა. არსებული ინფორმაციით, 10 ადამიანი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინა ბოლომდე გაანადგუროს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსული ძალები ბარბაროსული მეთოდებით კლავენ უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს.


close დახურვა