logo
ENG



უკრაინის ცნობით, რუსები ავდეევკას ალყაში მოქცევას ცდილობენ

19 მარ 202313:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/19/p6ar5pq23ay48dd.jpg

ხერსონის ქალაქ ტავრიისკის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის სპიკერის, ოლექსი დმიტრაშკოვსკის განცხადებით, რუსები ავდეევკას ალყაში მოქცევას ცდილობენ.

"მტერი აგრძელებს აქტიურ ოპერაციებს - თავდასხმებს ავდევკასა და მარინკაზე. მათთვის ავდეევკა ახლა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რათა დაიწყონ რაიმე სახის მოქმედება ვუჰლედარის რეგიონში. რეალურად, ავდეევკას ალყაში მოქცევას მტერი ორი კვირაა ცდილობს", - თქვა ხერსონის ქალაქ ტავრიისკის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის სპიკერმა.

დმიტრაშკოვსკის თქმით, ახლა მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ დასავლელი პარტნიორების მხრიდან უკრაინისთვის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაა. მისი თქმით, უკრაინის იარაღით უზრუნველყოფა რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის განსახორციელებლად აუცილებელია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის დამცველებმა მტრის 80-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. უკრაინის არმიამ თავდასხმები მოიგერია ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე.

ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ საომარი მოქმედებების ეპიცენტრად კვლავ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი რჩება. უკრიანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, რუსი ოკუპანტების გეგმები ბახმუტის აღებასთან დაკავშირებით იშლება.


close დახურვა